|
2023-05-01 14:39:53, 1731 ნახვა
ომი უკრაინაში
პავლოგრადში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი ავრცელებს. ლისაკის თქმით, დაშავებულთა შორის ყველაზე პატარა 8 წლის გოგონაა. "პავლოგრადის რაიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 34 ადამიანი დაშავდა. მათგან 5 ბავშვია. ყველაზე ახალგაზრდა გოგონა მხოლოდ 8 წლისაა",- განაცხადა ლისაკმა მისივე თქმით, ქალაქში დაზიანდა სამრეწველო საწარმო, 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, 6 სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და 5 მაღაზია. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. იერიში დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, დონეცკის, კიევის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქების მიმართულებით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)