|
2023-05-01 14:09:34, 1421 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში" უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული ჩატარდა
გამოფენების ცენტრის - „ექსპოჯორჯიას" და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებითა და „თიბისის“ მხარდაჭერით, უძრავი ქონების კვირეული ჩატარდა. კვირეულმა 4 ძირითადი ღონისძიება გააერთიანა: უძრავი ქონების გამოფენა, სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build, საერთაშორისო კონფერენცია - Nar და უძრავი ქონების ფორუმი. კვირეულის ფარგლებში, „თიბისისა“ და „თიბისი კაპიტალის“ წარმომადგენლებმა, დამსწრე აუდიტორიას საქართველოს სამშენებლო და დეველოპერული სექტორების დინამიკა, ადგილობრივი მასალების მწარმოებლებისთვის არსებული შესაძლებლობები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზები გააცნეს. „უძრავი ქონების სექტორის ზრდა, პირდაპირპროპორციულად იწვევს სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის ზრდას. შესაბამისად, ორივე მიმართულებით, მუდმივად მზარდია „თიბისის“ ბაზრის წილი და ინვესტიციაც. „თიბისის“ ბაზრის წილი სამშენებლო მასალებში - 43%, უძრავ ქონებაში კი 41%-ია. ბოლო 3 წლის ჯამური ინვესტიცია კი, სამშენებლოში მასალებში - 1 238 000 000 ლარი, უძრავი ქონების სექტორში კი - 2 183 000 000 ლარი. აღნიშნულ სექტორებში „თიბისის“ მოწინავე პოზიცია, პირველ რიგში, ინდივიდუალური მიდგომის დამსახურებაა. „თიბისიში“, სხვა სექტორების მსგავსად, დეველოპერულ სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. თითოეული კომპანიის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მათზე დაფუძნებით, შესაბამის მომსახურებასა და პროდუქტებს ვთავაზობთ", - გიორგი დარჩიაშვილი, „თიბისის“ მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. ასევე, ბიზნესისთვის კი გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)