14:44 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 13:11:08, 1203 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომსონს და ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, დავიდ კავანოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

"მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა რეიჩელ ტომსონს მიულოცა აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნების, ავსტრალიის ჯგუფის, სადაც გაწევრიანებულია საქართველო (constituency), ხელმძღვანელად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება. 

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

როგორც აღინიშნა, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას", აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics