10:48 - 03 Nov, 2026
|
2023-05-01 11:28:38, 2075 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - უკრაინამ ბახმუტში აიძულა მტერი, ზოგიერთი პოზიციები დაეტოვებინა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტში კონტრშეტევებით აიძულა მტერი, დაეტოვებინა ზოგიერთი პოზიციები,- ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა. სირსკის თქმით, უკრაინელმა დამცველებმა ლიმანის მიმართულებით მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს და 10 დამპყრობელი ტყვედ აიყვანეს. "მტერი წინსვლისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, "ვაგნერის" ახალი თავდასხმის ჯგუფები, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლები, მედესანტეები გამუდმებით გადასროლილები არიან ბრძოლაში, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ბახმუტის კონტროლის ქვეშ აყვანას",- ამბობს სირსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)