10:47 - 03 Nov, 2026
|
2023-05-01 09:34:02, 1683 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 18 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 15 ჩამოაგდეს
რუსები უკრაინას თავს დაესხნენ 9 Ту-95-ის ტიპის თვითმფრინავით, მურმანსკის ოლქიდან, ხოლო ორი Ту-160 ტიპის თვითმფრინავით კასპიის ზღვის რეგიონიდან,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს. ზალუჟნის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, 18 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 15 ჩამოაგდეს. "დაახლოებით, 02:30 საათზე, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას სტრატეგიული ავიაციის ცხრა Ту-95-ის თვითმფრინავით ოლენეგორსკის ტერიტორიიდან და ორი Ту-160-ის თვითმფრინავით - კასპიის ზღვის რეგიონიდან",- წერს ზალუჟნი. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დღეს, გამთენიისას უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)