|
2023-04-28 08:58:52, 1560 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი PACE-ის რეზოლუციაზე - ხელს შეუწყობს, რომ რუსეთმა და მისმა მეთაურმა პასუხი აგონ
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ ძალისხმევას, რათა რუსეთმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა პასუხი აგონ, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდური პოლიტიკის გამო,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, უკრაინამ სტრასბურგში მნიშვნელოვან პოლიტიკურ შედეგებს მიაღწია. „სტრასბურგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი გვაქვს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ ძალისხმევას, რათა რუსეთმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურმა, პასუხი აგონ სწორედ გენოციდის, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდური პოლიტიკის გამო",- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია რუსეთის მცდელობის ერთ-ერთი აბსოლუტურად მიზანმიმართული ელემენტია. „ეს არის რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი გენოციდის მიზანმიმართული დანაშაული. ასე უნდა იყოს კვალიფიცირებული როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად“, - დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენოციდად აღიარა უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და იძულებითი გადაყვანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)