|
2023-04-27 10:59:38, 1541 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ნიკოლაივზე - რუსეთი არასდროს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა
ოკუპანტი ქვეყანა არასდროს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ამ ომის მთავარი მიზანი ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ნიკოლაივის დაბომბვას. როგორც სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა იპოვის ყველა დამნაშავეს და ისინი პასუხს აგებენ. "დამპყრობელი ქვეყანა არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი არის ტერორი, უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება. ღამით რუსეთმა ნიკოლაიევი შავი ზღვიდან გაშვებული რაკეტებით დაბომბა. მაღალი სიზუსტის იარაღი მიმართული იყო კერძო სახლების, ისტორიული შენობისა და მაღალსართულიანი შენობისკენ. ცნობილია 1 დაღუპულისა და 23 დაჭრილის შესახებ", - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოკადრებიც, რომელშიც ნიკოლაივში ამ დროისთვის არსებული ვითარებაა ასახული.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)