09:04 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 20:16:45, 1621 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისიამ უკრაინას დამატებით 1.5 მილიარდი ევროს დაფინანსება გამოუყო

დღეს ჩვენ უკრაინას გამოვუყოფთ დამატებით 1.5 მილიარდ ევროს ჩვენი წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, რათა ქვეყანამ განაგრძოს რუსეთის აგრესიაზე წინააღმდეგობის გაწევა და განახორციელოს გადამწყვეტი რეფორმები.

„დღეს ჩვენ უკრაინას გამოვუყოფთ დამატებით 1.5 მილიარდ ევროს ჩვენი წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას, შეინარჩუნოს მისი ინსტიტუტები და ინფრასტრუქტურა და განახორციელოს გადამწყვეტი რეფორმები“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics