|
2023-04-25 19:10:18, 1093 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება
ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევას. მისივე თქმით, IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ნოემბრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტი არის ორნახევარჯერ გაზრდილი, როგორც თავად აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნოემბრის თვეში ჰქონდა 6 პროცენტი, ხოლო ახლა 14 პროცენტი აქვს. „სრულიად ოპოზიციას, საზოგადოებას, ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს მინდა მივმართო, რომ ჩვენ ახლა ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მოთხოვნა და კვლევები აჩვენებს ამას. ჩვენ ერთმანეთს ტალახი კი არ უნდა ვესროლოთ, არამედ გავერთიანდეთ და დავასრულოთ „რუსული ოცნება“, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ვართ მზად და ვითანამშრომლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. გამოვრიცხავ მხოლოდ ერთ რამეს, რომ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ არ გავაკეთებთ რამეს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, დღეს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)