|
2023-04-25 17:37:59, 1032 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან რეფორმების განხორციელების საკითხში გამოიჩინა
მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების, ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. სტოლტენბერგი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს პარტნიორობის განმტკიცების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული და ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. „ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია მისი მეტად განმტკიცება. განსაკუთრებით კი, ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების, ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. ნატო განაგრძობს საქართველოს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლისკენაც მიისწრაფვით თქვენი ასპირაციის მიღწევისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)