|
2023-04-25 16:44:45, 867 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა [ვიდეო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. "ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR). პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ეს არის ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის გავლენაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)