2023-04-25 15:00:01, 1345 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი IRI-ის კვლევაზე - „ოცნებისა“ და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა
"ოცნებისა" და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი IRI-ის კვლევას.
მისი თქმით, ქართველი ხალხის თითქმის 90% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
"კარგი ამბები საქართველოდან! "ქართული ოცნებისა" და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა. ქართველი ხალხის თითქმის 90% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!",- წერს კრამონი.
ცნობისთვის, დღეს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად EU-ს ასახელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,