|
2023-04-24 11:07:58, 934 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა გვარამიას - საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით
პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. ყველამ ვიცით, რომ პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ნიკა გვარამიასა და სხვა საქმეებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან. "პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას. ყველამ ვიცით, რომ პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი არის მედიის თავისუფლების დაცვა, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ჩვენ ვაკვირდებით ამ და სხვა საქმეებს ძალიან დიდი ყურადღებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს. მოსამართლეების პროფესიონალიზმი და სრული დამოუკიდებლობა, ასევე ჯანსაღი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ასევე არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ მხარესთან ერთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რათა გატარდეს საჭირო რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში. პროგრესი შეფასებული იქნება ევროკომისიის მოხსენებაში წლის ბოლოს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)