|
2023-04-24 09:26:27, 1610 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრაზილიის პრეზიდენტი - რუსეთი უკრაინაში არ უნდა შეჭრილიყო - მხარეების არჩევის ნაცვლად, ვირჩევ მესამე გზას - მშვიდობის მშენებლობას
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, გლობალური ჰარმონიის მისაღწევად, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც ლულა და სილვამ პორტუგალიაში ვიზიტის დროს, ქვეყნის პრეზიდენტთნ, მარსელო რებელო დე სოუსასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი უკრაინაში არ უნდა შეჭრილიყო. „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ბევრად უკეთეს შედეგს მსოფლიოსთვის, თუ მოვახერხებთ მშვიდობის დამყარების გზის პოვნას. ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, რუსეთი არ უნდა შეჭრილიყო, მაგრამ ეს მოხდა. ფაქტია, რომ ასე მოხდა. ამიტომ, მხარეების არჩევის ნაცვლად, მინდა ავირჩიო მესამე გზა, მშვიდობის მშენებლობა“,- განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, უფრო ადრე, ლუის ინასიო ლულა და სილვა ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომისთვის პასუხისმგებლობას უკრაინაც იზიარებდა და რომ დასავლური სამხედრო დახმარება კონფლიქტს მხოლოდ აძლიერებდა. ბრაზილიის პრეზიდენტის აღნიშნულმა განცხადება ევროკავშირში, აშშ-სა და კიევში გაღიზიანება გამოიწვია.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)