|
2023-04-21 17:32:43, 1542 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ უკრაინული ძალების წვრთნას „აბრამსის“ ტიპის ტანკების გამოყენების საკითხზე უახლოეს კვირებში დაიწყებს
შეერთებული შტატები უკრაინული ძალების წვრთნას "აბრამსის" ტიპის ტანკების შენახვა/გამოყენების საკითხზე უახლოეს კვირებში დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ევროპისა და მსოფლიო ლიდერები "რამშტეინის" საჰაერო ბაზაზე უკრაინისთვის იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდების კოორდინაციის მიზნით შეიკრიბნენ. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წვრთნა დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სასწავლო ტანკები კი, არ იქნება ის, რაც უკრაინას გადაეცემა რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. წვრთნების განმავლობაში დაახლოებით 250 უკრაინელი ჯარისკაცი გადამზადდება, ნაწილი ტანკის ოპერირებას ისწავლის, ნაწილი კი - მის შეკეთებასა და მოვლას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)