|
2023-04-20 17:22:21, 1665 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს
დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, კიევი აფასებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ გაწეულ სამხედრო დახმარებას, მაგრამ ნატო-მ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული უკრაინის ნატო-ში მიწვევასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ნატო-ს წევრ ქვეყნებში მოსახლეობის და უკრაინელთა უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. დადგა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დრო. შეუძლებელია ევროატლანტიკური გარემოს უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე და ეს ხალხს ესმის. ჩვენ ურთიერთობის დღევანდელ ფორმატზე მეტი გვჭირდება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნატო-ს ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარებას, მაგრამ გვინდა, გავიგოთ, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს დღეს, 20 აპრილს ეწვია.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)