21:09 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 13:59:31, 1373 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახალი საწარმოები შეიქმნა და არსებული საწარმოები გაფართოვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას,  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. 

„2022 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დავიწყეთ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალი საწარმოს შექმნის ან არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების თანადაფინანსებას. პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 43 ბენეფიციარი, 29 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით. პროგრამა მოიცავს გადამმუშავებელ, შემნახველ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც აერთიანებს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics