|
2023-04-20 10:25:28, 1189 ნახვა
პოლიტიკა
ფრიდი - აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით - შესაძლოა, ამას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს
აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით და შესაძლოა, რომ ამას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს,- ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. ფრიდის თქმით, გადაწყვეტილება სავიზო აკრძალვის შესახებ ქართველი ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, მოითხოვს მაღალი რანგის, სახელმწიფო დეპრატამენტის ოფიციალური პირის განსაზღვრებას. "ესაა საჯაროდ გამოცხადებული სავიზო აკრძალვა და სიგნალი იმის შესახებ, რომ აშშ შეშფოთებულია, ზოგადად, ქართული დემოკრატიის მდგომარეობით და შესაძლოა, რომ ამას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს საქართველო. გადაწყვეტილება სავიზო აკრძალვის შესახებ ქართველი ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, მოითხოვს მაღალი რანგის, სახელმწიფო დეპრატამენტის ოფიციალური პირის განსაზღვრებას. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნებოდა კოორდინირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებთანაც, სავარაუდოდ, ხაზიანასთანაც, არა იმიტომ, რომ ეს ფინანსური სანქციაა, არამედ იმიტომ, რომ ხაზინამ უნდა იცოდეს, რას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტში ეს იქნებოდა დადასტურებული ძალიან მაღალ დონეზე. იქნება ეს სახელმწიფო მდივანი, მისი პირველი თუ მეორე მოადგილე, ვიქტორია ნულანდი. არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, მაგრამ ამ თემაზე იქნებოდა მაღალი რანგის დისკუსიები.",- განაცხადა ფრიდმა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედებს საქართველოზე მისი გავლენა და რა მიმართულებით წაიყვანს მას. ამასთან, ის არ უნდა უყურებდეს ცინიკურად ან „მრუდე სარკიდან“ ამერიკის შეერთებულ შტატებს. "ზოგადად, საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე შეშფოთება იზრდებოდა. საქართველოს მეგობრები შეშფოთებულნი არიან მთავრობის მიერ არჩეული კურსით. ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობა მიემართებოდა ავტორიტარული მიმართულებით [...] რაც შეეხება ივანიშვილს მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედებს საქართველოზე მისი გავლენა, რა მიმართულებით წაიყვანს მას. ის არ უნდა უყურებდეს ცინიკურად ან „მრუდე სარკიდან“ ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი სერიოზულად მიუდგება იმას, რასაც აშშ ამბობს",- დასძინა ფრიდმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)