|
2023-04-19 17:30:05, 903 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მონაწილე ყველა ქვეყანამ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი უნდა შეასრულოს, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და მისი ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას ქმედებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის თაობაზე რუსეთის ამჟამინდელი ქმედებები მეტყველებს მათ განზრახვაზე, რომ სამუდამოდ გაიყვანოს ეს ბავშვები უკრაინის ტერიტორიიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან გაცემულმა ორდერმა, კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართალსა და წესებზე დაფუძნებული წესრიგის უგულებელყოფა. „უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციის ან იძულებით გაყვანის ქმედებების უმეტესობა ჩადენილი იყო რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის აქტის კონტექსტში, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)