13:55 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 14:42:06, 1788 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ისევ ჩავარდა

პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა დღესაც ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას, სოლიდარობას ქართველ მოსაართლეებს. აქედან გამომდინარე, დღესაც, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პროცედურის დაწყებამდე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. 

შეგახსენებთ, მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics