|
2023-04-18 23:05:16, 841 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - უმნიშვნელოვანესია, პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა რეჟიმის საფრთხეები კარგად გაიაზრონ
უმნიშვნელოვანესია, პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა კარგად გაიაზრონ, რუსული ოცნების რეჟიმის საფრთხეები და მოერიონ საკუთარ, პირად ინტერესებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, საქართველომ უნდა მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოების ერთიანობით უნდა მოხდეს და ასახელებს 12 პრობლემას, რომელიც შეუძლებელია არ იყოს გამაერთიანებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის. "ასეთ პირობებში (მინიმალური ჩამონათვალი), როგორ შეიძლება საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს პრეტენზია ერქვას რუსული ოცნების, ივანიშვილის ოპოზიცია, სხვა თემებით იღლებოდეს, ცდილობდეს დღის წესრიგი არააქტუალური და არაპრიორიტეტული თემებით გააჯეროს ? წარმოუდგენელია, ეს თემები არ იყოს გამაერთიანებელი და მთავარი სამიზნე, სამუშაო ჩვენი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. საქართველომ, უნდა მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სტატუსის გარდა, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის გარდა და საერთო ეროვნული ინტერესების გარდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება, სხვა რა საქმე შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ? უმნიშვნელოვანესია, პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა კარგად გაიაზრონ, რუსული ოცნების რეჟიმის საფრთხეები და მოერიონ საკუთარ, პირად ინტერესებს - იფიქრონ ქვეყნისა და ხალხის საჭიროებებიდან გამომდინარე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)