|
2023-04-14 09:37:54, 1697 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - 1978 წლის 14 აპრილს სახალხო პროტესტის შედეგად საბჭოთა რეჟიმმა უკან დაიხია
წელს 45 წელი შესრულდა 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან, ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრემიერის თქმით, ეს გამარჯვება სამაგალითო აღმოჩნდა სხვა რესპუბლიკებისთვის და მათი კონსტიტუციების საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაზეც მოახდინა გავლენა. "წელს 45 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან, როცა ქართველი ერი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას, ახალი კონსტიტუციით გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ქართველებმა მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია. ეს გამარჯვება სამაგალითო აღმოჩნდა სხვა რესპუბლიკებისათვის და მათი კონსტიტუციების საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაზეც მოახდინა გავლენა. 14 აპრილი თავად ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ. ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ჩვენი დედაენა ჩვენი იდენტობის, ერთიანობისა და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია",- წერს ღარიბაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)