21:01 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 17:45:28, 1429 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა

შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი შავ ზღვასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას.

პესკოვის თქმით, ეს ზღვა საერთოა ყველა სანაპიროს მქონე სახელმწიფოსთვის.

"ეს არის საერთო ზღვა ყველა სანაპიროს მქონე სახელმწიფოსთვის, რომელიც უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედებისა და უსაფრთხოებისთვის“, - ამბობს კრემლის პრესსპიკერი.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "დასავლეთს არ ჰქონდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია, ხოლო რუსეთს ყოველთვის ჰქონდა: აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული". კულებას თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი საფრთხეები იგნორირებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics