|
2023-04-12 22:21:37, 1520 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გამო, საქართველოს მთავრობაზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გამო, საქართველოს მთავრობაზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, მან ორჯერ სცადა მისი მონახულება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე ორივეჯერ უარი უთხრა. მან ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის" მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული მნიშვნელობის პატიმარია. "თქვენ იცით, რომ პოლონეთის საზოგადოება ჯერ კიდევ დაყოფილია გარკვეულწილად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კონცეფცია პრომეთეუსის იდეის თავიდან დაიბადა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და ძალიან პოპულარული იყო პოლონეთის მეორე რესპუბლიკის დროს. გარდა ამისა, ეს ეხება ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო და კონცეფცია, რომელიც ეხება უკრაინასთან ძმობას, ურთიერთობების განახლებას. მე ვფიქრობ, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის თანამშრომლობა უზარმაზარი მნიშვნელობის იყო. მე მახსოვს მათი პირველი შეხვედრა, როგორც პრეზიდენტებისა, ეს იყო 2006 წელს ვილნიუსში. შემდეგ პრეზიდენტი კაჩინსკი მიიწვიეს კიევში, რათა გუამის სამიტს დასწრებოდა. ოთხი ქვეყანა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი თანამშრომლობდნენ ახლოს და ასევე პოლონეთიც ეხმარებოდა ამ თანამშრომლობას. მე ვნახე სააკაშვილი ცოტა ხნით ადრე, სანამ საქართველოში გაემგზავრებოდა და შემდეგ, როცა ის დააპატიმრეს, შევეცადე, რომ ციხეში მომენახულებინა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ ორჯერ მითხრა უარი ამაზე. თუმცა, მე სხვა ოფიციალურ პირებს შევხვდი და ისე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნებისთვის განსაკუთრებული პატიმარია. ახლა სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მის გათავისუფლებას ემხრობა და ვფიქრობ, უნდა მოვახდინოთ უფრო დიდი ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ", - განაცხადა ფოტიგამ. ცნობისთვის, დღეს 12 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში ერთ-ერთი უმაღლეს ჯილდოს „პრომეთეს ჯილდოს” გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)