|
2023-04-12 09:44:46, 1363 ნახვა
მსოფლიო
ოსტინი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ამერიკის უსაფრთხოება
ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავაბრუნებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით ზუსტ წყაროს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, საიდუმლო დოკუმენტების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოსტინის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და აშშ-ს თავდაცვა ყველაფერს გააკეთებს, შეინარჩუნოს ამერიკის უსაფრთხოება. "საქმე გადავეცით იუსტიციის დეპარტამენტს, რომელმაც დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ახლა უფრო მეტს ვერ გეტყვით, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. ვერაფერი შეგვიშლის ხელს შევინარჩუნოთ ამერიკის უსაფრთხოება“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა. შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება 9 აპრილს დაიწყო. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავარაუდო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)