|
2023-04-11 15:51:56, 2052 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - საჭიროა, ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე
საჭიროა, ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინას, რომ დრო ჰქონოდა, შეეძლო ეყურებინა რუსეთის ფედერაციის დაშლისთვის და იმისთვის, თუ "როგორ ჭამენ ერთმანეთს მათი ელიტები". "დრო რომ გვქონდეს, ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ რუსეთის ფედერაციის დაშლას და იმას, თუ როგორ ჭამენ ერთმანეთს მათი "ელიტები". მაგრამ ეს დრო არ გვაქვს, რადგან ჩვენი ხალხი იღუპება. საჭიროა, ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე, რათა ომი სწორად დასრულდეს და რუსეთის ფედერაციამ გააცნობიეროს რეალობა",- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება 9 აპრილს დაიწყო.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)