|
2023-04-11 09:25:50, 1473 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. მისი თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები. "ჩვენ შევძელით, ჩაგვეტარებინა კიდევ ერთი ტყვეების გაცვლა. უკან ვაბრუნებთ 100 ადამიანს. ესენი არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები",- განაცხადა ერმაკმა. როგორც სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება, რუსული ტყვეობიდან დაბრუნებულ 100 მებრძოლს შორის 9 ოფიცერია, დანარჩენები რიგითებისა და სერჟანტების წარმომადგენლები, 24 ეროვნული გვარდიელი, 22 მესაზღვრე, საზღვაო ძალების 22 წარმომადგენელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 21 სამხედრო და 11 ტერორისტი.
"გათავისუფლებული სამხედროები მონაწილეობდნენ ხერსონის, ხარკოვის, დონეცკის, კიევის, ზაპოროჟიეს და სუმის მიმართულებებში გამართულ ბრძოლებში. მათ შორის არიან მარიუპოლის, ბახმუტისა და გოსტომელის, ასევე ჩონგარის, ზმეინის კუნძულის, ზაპორიჟჟიეს და ჩერნობილის დამცველები. "გათავისუფლებული პატიმრების თითქმის ნახევარი მძიმედ არის დაშავებული, ავადმყოფი ან ნაწამები. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა", - აცხადებენ შტაბში. აღსანიშნავია ასევე, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ 106 სამხედროს დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. მანამდე რუსეთმა რამადანის პატივსაცემად, ყველა დატყვევებული მუსლიმის გაცვლაზე უარი თქვა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



.webp)
.webp)
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)