|
2023-04-10 13:41:44, 964 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - სრული მხარდაჭერა მოსამართლეებს - დღეს სასამართლო ერთ-ერთი სამაგალითოა EU-ში [ვიდეო]
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა უზენაეს სასამართლოში საგანგებო მიმართვისას აღნიშნა, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი სამაგალითოა ევროკავშირში. "სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს, გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან - როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის, ყველასთვის. მე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება... მინდა შევახსენო საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, აბსოლუტურად, როგორც იტყვიან, დღესავით ნათელი გახდა ის რეალობა, რომელიც შეიქმნა. როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო მართული ერთი ადამიანის მიერ - პრეზიდენტ სააკაშვილისა და იუსტიციის მინისტრ ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად, იყო მთავარი პროკურორი და სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი. სასამართლო იყო პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი. ჩვენ სასამართლოს ვუთხარით, რომ - იმ დღეს, როდესაც "ქართული ოცნება" გახდა ამ ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი... ოთხი ტალღის რეფორმის შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში. ამას ადასტურებს კვლევები. მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)