|
2023-04-08 13:02:44, 766 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით მივმართავთ
ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით მივმართავთ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა. დეკანოიძის თქმით, სასამართლო სისტემა კორუფციაში, ნეპოტიზმში და ზოგადად მმართველობის ერთიან სქემაშია ჩაბმული. "რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ ორშაბათს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით, ხელმოწერები გვექნება, ხმები გვყოფნის, ესეც ტესტი იქნება ოპოზიციისთვის და ეს იქნება იმის მტკიცებულება, თუ როგორ არის სასამართლო სისტემა, კლანი, ქართული ოცნება, კორუფციაში ნეპოტიზმში და ზოგადად მმართველობის ერთიან სქემაში ჩაბმული",- განაცხადა დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ამასთან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენლებმა 6 აპრილს, საგანგებო ბრიფიგზე განაცხადეს, რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უახლოეს დღეებში მიმართავდნენ. გარდა ამისა, ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)