21:14 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 11:12:25, 1217 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - უკრაინა გაქრება, რადგან ის არავის სჭირდება

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება და ამიტომ ის მალე აღარ იარსებებს.

აღნიშნულის შესახებ მედვედევმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით "რატომ გაქრება უკრაინა? - იმიტომ რომ არავის სჭირდება".

მედვედევის განცახდება 6 პუნქტისგან შედგება და ყველა პუნქტში მედვედევი ცდილობს დაამტკიცოს, რომ უკრაინა ევროპაში, აშშ-ში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, აზიაში. რუსეთში და ბოლოს, თავად უკრაინის მოქალაქეებსაც კი არ სწირდებათ.

"უკრაინა, რომელსაც ნაცისტური ელიტა ხელმძღვანელობს, თავად მის მოქალაქეებს არ სჭირდებათ. ამიტომაც 45 მილიონიდან 20-ზე ცოტა მეტი დარჩა იქ, ამიტომ დანარჩენებს უნდათ სადმე წასვლა - საძულველ პოლონეთში, ევროკავშირში, ნატოში, სურთ გახდნენ ამერიკის 52-ე შტატი....",- წერს მედვედევი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics