2023-04-05 23:25:03, 405 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - სამწუხაროა, ჩვენი მეგობრობა მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს
![]() სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სანქცირებული მოსამართლეების დროს სასამართლოში ბალანსი დაბრუნდა, რადგან მოქალაქეებიც და სახელმწიფოც თითქმის თანაბრად იგებდნენ საქმეებს, ეს კი ნიშნავს იმას რომ, სახელმწიფო სასამართლოში მოქალაქეებს აღარ ჩაგრავს, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. "სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს საქართველოსა და აშშ-ს ვგულისხმობ, ეს ერთი. მეორე, იცით, რომ სასამართლო, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები, ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. მოდით, შევხედოთ, ვნახოთ ერთად: დღეს დაასანქცირეს 4 მოსამართლე, ვიზების შეზღუდვა დაუწესე მათ და ოჯახის წევრებს. რა ხდებოდა მანამდე, ნუ ჩვენი ხელისუფლების პირობები სასამართლო სისტემაში, რომელშიც ეს ადამიანები მუშაობდნენ. თუმცა ამ ოთხიდან ერთი, ბატონი ცერცვაძე საკმაოდ დიდი ხანია აღარ მუშაობს და დანარჩენი სამი მოსამართლე სხვადასხვა პოზიციაზე არიან. რა ხდებოდა მაშინ, როცა ეს მოსამართლეები მუშაობენ სასამართლოში, რა ხდება ამ წლების განმავლობაში: ანუ, სასამართლოში და ეს არის დადასტურებული სტატისტიკა და არა ჩემი, ან ვინმეს მოსაზრება, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ როცა მოქალაქეები სახელმწიფოსთან დავობენ, აქ დაბრუნდა ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებიც და სახელმწიფოს თითქმის თანაბრად იგებდნენ საქმეებს. დაბრუნდა ბალანსი, ნიშნავს, რომ სახელმწიფო კი აღარ ჩაგრავს სასამართლოში ყოველთვის, 99% შემთხვევაში როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, არამედ არის გონივრული ბალანსი, სადაც მოქალაქეებიც ამტკიცებენ თავიანთ სიმართლეს და სახელმწიფოც. ეს აშკარაა, ამის უგულებელყოფა შეუძლებელია, ეს იცის აშშ-მაც", - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
იაპონია 2025 წელს კოსმოსიდან მზის ენერგიის გადაცემის გამოცდას გეგმავს
ევროკავშირმა პირველი სანქციები დააწესა მოლდოვას დესტაბილიზაციისთვის, სანქციებში ოლიგარქები მოხვდნენ
სამადაშვილი - ვინმე თუ ფიქრობდა, რომ უნდა მივიღოთ სტატუსი, დღეს ღარიბაშვილმა გადაარწმუნა
ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
|
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა ვალერი ზალუჟნი და ალექსანდრ სირსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა
![]() პუტინი დრონებით თავდასხმაზე - კიევის რეჟიმმა რუსეთის მოქალაქეების დაშინების გზა აირჩია
![]() უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 79 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|