22:40 - 30 May, 2023
რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 21:41:37, 412 ნახვა

კომენტარი
მურუსიძე დასანქცირებაზე - აშშ-ში და EU-ში ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია, მაგრამ გადაუტანია

პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია, - ასე გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაწესებულ სანქციას, მოსამართლე ლევან მურუსიძე "მთავარ არხთან" საუბრისას.

მისივე თქმით, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია დასანქცირება რომ ეკუთვნოდეს და სიტუაციას აფასებს, როგორც უსამართლოს.

"პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია", - განაცხადა მურუსიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ურსულა ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ - მივესალმები თქვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი
„დროა“ - საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე უარს ღიად ამბობს
სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
მიშელი - ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics