21:27 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 12:19:09, 907 ნახვა

მსოფლიო
ბილ კლინტონი ნანობს, რომ უკრაინას ბირთვული იარაღის დათმობა აიძულა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ნანობს, რომ 1994 წელს უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნა ბირთვული იარაღის დათმობაზე. - ამის შესახებ, კლინტონმა ამერიკულ მედიას განუცხადა.

”მე ვგრძნობ პირადად პასუხისმგებლობას, რადგან მე უკრაინელებს ვაიძულებდი თავისი ბირთვული იარაღი დაეთმოთ.  არცერთ ჩვენთაგანს არ გვჯეროდა, რომ რუსეთი გამოიყენებდა ამ ხრიკს, დღეს უკრაინა უფრო დაცული იქნებოდა თუკი ქვეყანას კვლავ ექნებოდა თავისი იარაღი."- განაცხადა აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე მიერთებით უკრაინამ დათმო ატომური იარაღის მსოფლიოში სიდიდით მესამე არსენალი. რომელიც შედგებოდა დაახლოებით 1900 სტრატეგიული ბირთვული ქობინისგან. ეს იარაღი მის ტერიტორიაზე სსრკ-ის დაშლის შემდეგ დარჩა. სანაცვლოდ, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა პოლიტიკური ვალდებულება აიღეს, რომ იქნებოდნენ მისი სუვერენიტეტის გარანტები. თუმცა, ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინაში გაძლიერდა მოსაზრება, რომ ატომური იარაღის დათმობა შეცდომა იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მოკავშირეები მიიჩნევდნენ, რომ ევროპის სტაბილურობისთვის აუცილებელი იყო, რუსეთი საბჭოთა კავშირის ერთადერთი ბირთვული მემკვიდრე გამხდარიყო. არსებობდა განსხვავებული პოზიციაც, რომლის მიხედვით, ბირთვული უკრაინა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის შესანარჩუნების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics