19:17 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 22:52:42, 3104 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი - ხელისუფლებამ რიკოთი 9 აპრილის აქციის შიშით ჩაკეტა, იძულებულს ნუ გაგვხდიან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჭორვილაში მივაკითხოთ

ხელისუფლებამ რიკოთი 9 აპრილის აქციის შიშით ჩაკეტა, იძულებულს ნუ გაგვხდიან, რომ ჭორვილაში, სახლში მივაკითხოთ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ დასავლეთ საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს 9 აპრილის აქციაზე დედაქალაქში ჩამოსვლას, სწორედ ეს ხდება მიზეზი, იმისა, რომ რიკოთის უღელტეხილი ჩაიკეტოს კვირებით, თორემ როგორც თავდ აღნიშნავს, გვირაბის გაწმენდვას 5 კვირა არ სჭირდება.

"რიკოთის უღელტეხილი 2 კვირით ჩაკეტეს. ფაქტობრივად, დასავლეთ საქართველო მოწყვიტეს. მინდა გითხრათ, რომ ღამე 2-3 საათი იქ სატვირთო მანქანებს უშვებენ. სატვირთოებისთვის არ არის სახიფათო და არ შეიძლება, რომ სატვირთო მანქანა გადავარდეს სადმე, მეწყერსაშიში თუ არის? ეს ხდება იმისთვის, რომ მათ 9 აპრილის ეშინიათ. იციან ხალხის განწყობა, რომ დასავლეთ საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს წამოსვლას. იძულებულს ნუ გაგვხდიან, რომ ჭორვილაში, სახლში მივაკითხოთ ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქციაზე წამოსვლა უნდათ. დარწმუნებული ვარ, თბილისში 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი წამოვა, როცა უყურებენ, რომ 9 აპრილის შიშით მათ რიკოთი დაკეტეს. ახლა ათას სისულელეს ბლუყუნებენ, რომ თურმე რაღაც კვლევებს ატარებდნენ. აქამდე სად იყვნენ? ახლა ატარებენ კვლევებს? გვირაბს რომ აშენებ, კვლევა მანამდე არ უნდა ჩაატარო? ან გზა თუ გასაწმენდია, რათ უნდა ამას 5 კვირა. ხალხი გვირაბებს აშენებს 48 საათში", - თქვა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics