|
2023-04-03 11:22:04, 819 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ოფიციალურად მესამე სამყაროს ქვეყანაა. „ჩვენ უკვე ოფიციალურად მესამე სამყაროს ქვეყანა ვართ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი. ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ თქვენთვის ვიბრძვი. ისინი ვერ მყიდულობენ და ვერ მაკონტროლებენ და ეს მათ აშინებს. განსაკუთრებული ინტერესების მქონე გლობალისტმა დონორებმა სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის განადგურებით გამოიმუშავეს. სამაგიეროდ, ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ყოველთვის აფინანსებდნენ თქვენნაირი ძირძველი პატრიოტები“, - მიმართა ტრამპმა მხარდამჭერებს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპისთვის მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა. საქმის დეტალების მიხედვით, 2016 წლის არჩევნების დროს, ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე საუბარი შეეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)