|
2023-04-02 13:30:16, 1620 ნახვა
ომი უკრაინაში
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსეთმა ვერ მიაღწია ზამთრის შეტევის მიზნებს
უკაინის ფრონტზე ზამთრის შეტევის შედეგად, რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, დაეპყრო ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორია 31 მარტისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მიმოხილვაში. ექსპერტები იხსენებენ, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა, რომელიც დაინიშნა უკრაინაში რუსული შეჭრის მეთაურად, 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსული არმია ძალისხმევის დიდ ნაწილს დონეცკის რეგიონის აღებაზე გაამახვილებს. თებერვლის დასაწყისში რუსმა სამხედროებმა დაიწყეს ზამთრის შეტევითი ოპერაცია კუპიანსკ-სვატოვო-კრემენნაია-ლიმანის ხაზზე და დონეცკის რეგიონის დასავლეთ ნაწილში ცალკეულ ფრონტებზე, თუმცა, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლების თქმით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებების მიღწევა შეძლო და კრემლის მიერ გამოყოფილ დროში ვერ ჩაეტია. ზამთრის წარუმატებელი შეტევის გამო, არის მინიშნებები, რომ კრემლმა შესაძლოა მალე განაახლოს რუსული სამხედრო სარდლობა, წერენ ISW-ის ანალიტიკოსები. კერძოდ, ისინი მოიხსენიებენ კრემლის მომხრე „სამხედრო კორესპონდენტების“ ცნობებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის ადრე განთავისუფლებული უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი და საჰაერო-სადესანტო ძალების უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი გაათავისუფლეს. დაიბარეს გაერთიანებული რუსული ჯგუფის შტაბ-ბინაში დონის როსტოვში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)