|
2023-04-02 10:57:39, 1763 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს
გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, არ არსებობს ტერორის ისეთი ფორმა, რომელიც რუსეთს ჯერ არ განუხორციელებია. "დღეს, ტერორისტმა სახელმწიფომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობა დაიწყო. გუშინ, რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა - ხუთი თვის ბიჭი, მას დანიილი ერქვა... რუსული არტილერია და ამავდროულად, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობს. ეს არის რთული რამის წარმოდგენა, რაც უფრო მეტად ადასტურებს ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას... ტერორის თანამონაწილეების დაბლოკვა, ტერორისტული სახელმწიფოს იზოლირება, მისი დამარცხება და სასამართლო პროცესები - ეს ელის ყველას, ვინც დაიწყო და აწარმოებს ომს უკრაინისა და საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ",- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან რუსეთის ფედერაცია ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. რუსეთი საბჭოს თავმჯდომარე ბოლოს 2022 წლის თებერვალში იყო, როდესაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)