20:19 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 14:27:16, 1163 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - რაც ჩვენ სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე

რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პრეზიდენტი ხშირად არაობიექტურია.

"ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა - რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ქ-ნი სალომე",  - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე რა მოლოდინი აქვთ პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტისგან, მდინარაძემ აღნიშნა:

"არ ვიცი, მოლოდინი როგორ ვთქვა. ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი".

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, 31 მარტს ელოდებიან.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics