|
2023-03-30 13:22:29, 893 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე რამიშვილზე - დარწმუნებული ვარ, საკუთარი ოჯახის წევრებსაც ვერ უყურებს თვალებში
დარწმუნებული ვარ, შალვა რამიშვილი საკუთარი ოჯახის წევრებსაც ვერ უყურებს თვალებში, როდესაც ქალებმა საჯაროდ ამხილეს ის სექსუალურ შევიწროებაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა. წითლიძის თქმით, "სამართლებრივი განაჩენი, შალვა რამიშვილის განაჩენთან დაკავშირებით, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ხელისუფლება აღარ იქნება". "შალვა რამიშვილს უკვე გამოტანილი აქვს მორალური განაჩენი საზოგადოების წინაშე და დარწმუნებული ვარ, შალვა რამიშვილი საკუთარი ოჯახის წევრებსაც ვერ უყურებს თვალებში, როდესაც ქალებმა საჯაროდ ამხილეს ის სექსუალურ შევიწროებაში. სამართლებრივი განაჩენი, შალვა რამიშვილის განაჩენთან დაკავშირებით, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ხელისუფლება აღარ იქნება. ხელისუფლებამ, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევით, კიდევ ერთი ინსტიტუტი წაიღო, შესაბამისად, სახალხო დამცველი ვერ იქნება ეფექტური", - განაცხადა ანა წითლიძემ. შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა. 26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო. მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. 27 მარტს, თათია სამხარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დახმარების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება გააკრიტიკა. ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და ასეთი "არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა", მისთვის მორალურად გაუგებარია. 2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)