|
2023-03-29 18:31:54, 891 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ რაიმეს კეთებას თუ დაიწყებს, ქვეყანას შეიძლება კანდიდატის სტატუსი მიიღების შანსი ჰქონდეს
დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რაიმეს კეთებას თუ დაიწყებს, ქვეყანას შეიძლება კანდიდატის სტატუსი მიიღების შანსი ჰქონდეს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის მოთხოვნების პირველი პუნქტი სწორედ შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების აღდგენა და ამ შეთანხმების შესრულებაა, მიშელს კი, როგორც თავად აღნიშნავს, "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება "თავზე გადაახია", აქედან გამომდინარე მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაიკავოს შარლ მიშელმა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საქართველოსთვის სასარგებლო მხარე. „ევროკავშირი მსჯელობს, როდის გახსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესი მოლდოვასთან და უკრაინასთან. საქართველოს კი ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი. როცა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ წლის ბოლოს გაიმართება მსჯელობა, ეს მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე იქნება – მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მიიღებენ, როდის დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკება, საქართველოს შემთხვევაში კი უნდა იმსჯელონ, მიანიჭონ თუ არა კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის მოთხოვნების პირველი პუნქტი სწორედ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების აღდგენა და ამ შეთანხმების შესრულებაა. მიშელს შეთანხმება თავზე გადაახია „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სურვილი ჰქონდეს, აქ ჩამოვიდეს ან აქტიური პოზიცია დაიკავოს სტატუსის მიღების პროცესში მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მას შეუქმნა სერიოზული პოლიტიკური პრობლემები, როცა უარი თქვა მიშელის უშუალო თანამონაწილეობით მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)