06:27 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 11:36:26, 743 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია სააკაშვილისა და გვარამიას საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის გარეშე მოხდეს

წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე მოხდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ უთხრა, ასევე, მნიშვნელოვანია 12- პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულება.

„წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია მოხდეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა ამ პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია 12- პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხები შესრულდეს იმ სულისკვეთებით, რომელიც მიღებულია ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებში  და ევროკომისიის გადაწყვეტილებებში და არა კოსმეტიკურად - როგორც ეს წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის კუთხით.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს არც კი იხილავს. მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა. ასევე, სასამართლო რეფორმის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების და ცვლილებების განხორციელება, ანტიკორუფციული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ოპოზიციას შემოთავაზებული აქვს და შეესაბამება ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს. მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა, რომელიც ასევე ინიცირებული აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. ეს პროექტი უფრო შეესაბამება ვენეციის კომისიის დასკვნას და მოთხოვნებს. მათ მოინიშნეს ეს საკითხები, რომლებსაც უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილავენ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მონიტორინგის ჯგუფი, უკვე საკმარის ინფორმაციას ფლობს იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესების ობიექტური ანალიზი მოახდინონ", - ამბობს ბეჟაშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 29 მარტს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" წევრები  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, 12- პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი