08:55 - 18 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 09:23:17, 825 ნახვა

პოლიტიკა
შერჩევითი სამართალი, მოსმენები და ოპონენტების პოლიტიკური დევნა - Amnesty International-ის ანგარიში

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში ამ მხრივ არსებულ ვითარებაზეცაა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2022-23 წლებში გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა გაგრძელდა. ახალმა კანონებმა მთავრობის მეთვალყურეობის უფლებამოსილებები გაზარდა და სასამართლოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეარყია. ამასთან, ქვეყანაში ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის კვლავ მაღალი დონეა. 

"გამოხატვის უფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური დევნა გრძელდება. ახალმა კანონებმა მთავრობის სათვალთვალო უფლებამოსილებები გაზარდა და კიდევ უფრო შეარყია სასამართლოს და ოფიციალური დამკვირვებლების დამოუკიდებლობა. ქალები და გოგონები ჯერ კიდევ განიცდიან დისკრიმინაციისა და ძალადობის მაღალ დონეს. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ეფექტური გამოძიების წარუმატებლობა კვლავ პრობლემად რჩება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და სეპარატისტულ რეგიონებში”,- აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, როგორც ანგარიშში წერია, ხელისუფლების მხრიდან მზარდი აგრესიული რიტორიკა და ცილისწამების საჩივრები კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ, ისევე როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიება, გამოხატვის თავისუფლებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

"2022 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვს ადამიანს მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 2021 წლის ივლისში თბილისის პრაიდის მსვლელობისას ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმისთვის, რასაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ემსხვერპლა. თუმცა, ძალადობრივი ბრბოს სავარაუდო ორგანიზატორები არ დასჯილან",- წერია ანგარიშში.

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ხელისუფლების მზარდი გავლენა სასამართლო სისტემაზე, შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენება და პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკული მედიის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა კვლავაც საგანგაშო პრობლემად რჩება.

"იანვარში, ოპოზიციური პარტიის, ლელოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელ ავთანდილ წერეთელთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებული თაღლითობის ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ხანდაზმულობის ვადით გათავისუფლების უფლება მიეცათ. ბადრი ჯაფარიძეს ნასამართლობის გამო საპარლამენტო მანდატი ჩამოერთვა",- აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ასევე განხილულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებიც.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის გაუარესების პარალელურად გაგრძელდა. მიუხედავად სამედიცინო მოხსენებებისა, რომლებიც მიუთითებდნენ შესაძლო "მძიმე ლითონებით მოწამვლაზე" და "სიკვდილის საგრძნობად გაზრდილ რისკზე", თბილისის სასამართლომ სამედიცინო ნიშნით სასჯელი არ გადაავადა. მარტში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრები განიხილა. მაისში ტელეკომპანია მთავარის დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილების გადამეტების უსაფუძვლო ბრალდებით 42 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა”,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, ფემიციდი და გენდერული ძალადობის სხვა ფორმები ქვეყანაში კვლავ იზრდება.

"იანვრიდან სექტემბრამდე მედიაში გაშუქდა მკვლელობის 14 და ქალთა მიმართ მკვლელობის მცდელობის 23 შემთხვევა, რამაც გამოიწვია შეშფოთება, რომ ფემიციდი და გენდერული ნიშნით ძალადობის სხვა ფორმები გრძელდება",- აღნიშნულია ანგარიშში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლი
ჩეხეთის პრემიერი - ორბანის „სამშვიდობო მისია“ მხოლოდ პუტინს ეხმარება
სააკაშვილი ივანიშვილის გამოსვლაზე - ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს
გახარია - „ოცნება“, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, გლობალური ომის პარტიის სახით წარმოსახვით მტერს დასდევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics