20:58 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 09:14:22, 883 ნახვა

პოლიტიკა
საპრიზო კომიტეტის თავმჯდომარე - ბრეივიკთან სააკაშვილის შედარება აბსურდი და უადგილოა

ბრეივიკთან სააკაშვილის შედარება აბსურდი და უადგილოა, - ასე ეხმაურება შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ჯანე ჰალანდი მატლარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიხეილ სააკაშვილის ანდერს ბრეივიკთან შედარებას.

საპრიზო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არ უკვირს "მკვეთრი რეაქციები", რადგან საქართველოში საზოგადოება პოლარიზებულია.

"არ მიკვირს, რომ დაჯილდოების ცერემონიას ასეთი მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. საქართველოში საზოგადოება პოლარიზებულია, თუმცა ბრეივიკთან სააკაშვილის შედარება აბსურდი და უადგილოა. ბრეივიკი ტერორისტი და მასობრივი მკვლელია და ეს შედარება უგუნურებაა. ნორვეგია ყოველთვის ადამიანის უფლებების დამცველია. შესაბამისი სამედიცინო დახმარების უფლება კი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვისაც უნივერსალური უფლებაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამას ნორვეგიის ხელისუფლებაც ეთახმება", - აცხადებს ჯანე ჰალანდი მატლარი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.

აღნიშნულს გუშინ, 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო".

ღარიბაშვილის ეს განცხადება უკვე შეაფასა ნორვეგიის ელჩმა. ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ  სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარება "უაღრესად უადგილოა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics