2023-03-27 15:11:01, 434 ნახვა
პოლიტიკა
TDI ნაკაიძეზე - მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობა სიძულვილს მიზანმიმართულად აქეზებს
![]() TDI საქართველოს პარლამენტის წევრ ტარიელ ნაკაიძეზე მიზანმიმართულ და ორკესტრირებულ შეტავას გმობს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" ავრცელლებს. როგორც TDI-ის განცხადებაშია აღნიშნული, ტარიელ ნაკაიძის მიმართ მმართველი პარტიის დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მიზანმიმართულად აქეზებს სიძულვილს. "TDI გმობს ხელისუფლების წარმომადგენლების მიზანმიმართულ და ორკესტრირებულ შეტავას საქართველოს პარლამენტის წევრ ტარიელ ნაკაიძეზე. მმართველი პარტიის დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ტარიელ ნაკაიძის მიმართ მიზანმიმართულად აქეზებს სიძულვილსა და ძალადობას; იგი მიმართულია არამხოლოდ ბატონი ტარიელის, არამედ ყველა იმ დისკრიმინირებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა უფლებებს ის წლებია პრინციპულად იცავს. 22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა და მხარდამჭერმა სოზარ სუბარმა ტარიელ ნაკაიძეს უთხრა, რომ 20 წელია იცნობს და აგენტი უწოდა. მოგვიანებით კი, ხელისუფლების პროპაგანდისტულ არხ იმედზე მოღალატე და უღირსი უწოდა. რუსული კანონის მეორე ავტორმა, ე.წ. ხალხის ძალის წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ კი ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ამ მოვლენებს მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომელმაც თქვა რომ ტარიელ ნაკაიძეს “მძიმე რეპუტაცია აქვს” და “მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა”. ტარიელ ნაკაიძე, წლებია, იცავს და იბრძვის რელიგიის თავისფულების, თანასწორობის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად. იგი გაბედულად საუბრობს არა მხოლოდ მუსლიმი თემის, არამედ ყველა ჩაგრული ადამიანის და ჯგუფის უფლებების შესახებ. დღესაც ტარიელ ნაკაიძე, დეპუტატის რანგში, ხშირად საუბრობს ქვეყანაში სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფის სახელით, დგას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე",- აღნიშნულია განცხადებაში. მათივე განცხადებით, ხელისუფლების მიერ უფლებადამცველების, განსხვავებული რელიგიისა თუ უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენლების დისკრედიტაცია და “აგენტებთან” გაივივება, აღვივებს შუღლს, აქეზებს ძალადობას და მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისგან. "ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მუსლიმები წლების განმავლობაში სისტემურ დისკრიმინაციის წინაშე დგანან და დევნას განიცდიან, მათ ხშირად ეძღუდებათ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება. სახელმწიფო მათ საჭიროებებს არა უფლებათა დაცვის,, არამედ მოჩვენებითი უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს. სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა იწვევს საზოგადოებრივი ჯგუფების გარიყვას, უნდობლობას, აღრმავებს დისკრიმინაციას და აზიანებს ტოლერანტული გარემოს. ხელისუფლების მიერ უფლებადამცველების, განსხვავებული რელიგიისა თუ უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენლების დისკრედიტაცია და “აგენტებთან” გაივივება, აღვივებს შუღლს, აქეზებს ძალადობას და მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისგან",- ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, 22 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.
კოსმოსში რეკორდული 371-დღიანი მისიის შემდეგ, NASA-ს ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა
ზურაბიშვილი ნაუსედას - EU-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია
სტოლტენბერგი - რუსეთის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა
2 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნეს და დააჯარიმეს
|
ომი უკრაინაში![]() სტოლტენბერგი - რუსეთის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა
![]() ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ
![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 276 990-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე
მთავარი თემა
|