21:40 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 20:05:22, 983 ნახვა

პოლიტიკა
„ეს არის „რუსული ოცნების“ ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილი“ - ენმ გუბაზ სანიკიძის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს შემთხვევა არის „რუსული ოცნების“ ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილი და დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მოღალატე, შეშინებული, ძალადობრივი „რუსული ოცნების“ სახე.

მათივე თქმით, „რუსულ ოცნებას“ არანაირი მენტალური და მორალური რესურსი აღარ დარჩა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მოუსმინოს განსხვავებულ აზრს.

„რუსული ოცნება“ დგას მხოლოდ ღია ძალადობაზე, რომელსაც ლეგიტიმაცია სრულად აქვს დაკარგული“, - წერია განცხადებაში.

ამასთან, როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია 9 აპრილს, 17:00 საათზე უნდა გამოვიდეს ყველა რუსთაველზე და უარი უთხრას ყველამ „რუსულ ოცნებას“;

„7-10 მარტის მოვლენებმა კარგად აჩვენა ვის აქვს რეალური ძალა ამ ქვეყანაში.

ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია, ძალა ქართველ ხალხშია.

გამოვიდეთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ, 15:00 საათზე!

ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას, ვუთხრათ არა რუსულ რეპრესიებს !

გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics