21:42 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 18:10:58, 955 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრო ანალენა ბერბოკი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც გერმანელ დიპლომატს არსებულ ვითარებას და ოკუპაციის შედეგებს აცნობენ.

ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს.

გერმანელი დიპლომატი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა.

ეს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics