21:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 13:43:00, 706 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი ღარიბაშვილს - თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოშიც კი დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ საქართველოსთვის?!

ქართველმა ხალხმა ჩამოგხსნათ ნიღაბი, რომელსაც სახელდახელოდ იკეთებდით აქ, როცა გამოვიდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა. ჩამოგახიათ ნიღაბი, გადაგიგრიხათ ხელები და უკან გაგიშვათ კუდამოძუებულები, - ასე მიმართა პარტია "ლელოს'' დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, სადაც კანონმდებლები მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ნაცვლიშვილმა ღარიბაშვილს შეკითხვა დაუსვა: "ვის უნდა დააჯეროთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოდიხართ მთელი უსაფრთხოების სამსახურებით რომ არ იყოს გარშემოტყმული აქაურობა, თქვენი პარტიის ლიდერები კი საპირფარეშოშიც დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ ამ ქვეყნის?"

„ჩვენ ვსვამდით შეკითხვებს და გესაუბრებოდით სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და პასუხები იყო საკუთარი სკამის უსაფრთხოებაზე, აი ეს არის პრიორიტეტები, სახელმწიფოზე საუბარიც კი არ შეგიძლიათ. კი, საქართველოს ემუქრება საფრთხე და ეს საფრთხე ხართ თქვენ, რუსული ოცნება ხელისუფლებაში, მაგრამ ქართველმა ხალხმა ჩამოგხსნათ ნიღაბი, რომელსაც სახელდახელოდ იკეთებდით აქ, როცა გამოვიდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა. ჩამოგიხიათ ნიღაბი, გადაგიგრიხათ ხელები და უკან გაგიშვათ კუდამოძუებულები. ამას გააკეთებენ ეს ადამიანები რამდენჯერაც საჭირო იქნება ქვეყნის დაცვა გარუსების წინააღმდეგ. ვის უნდა დააჯეროთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოდიხართ მთელი უსაფრთხოების სამსახურებით რომ არ იყოს გარშემოტყმული აქაურობა, თქვენი პარტიის ლიდერები კი საპირფარეშოშიც დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ ამ ქვეყნის? ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არიან ჩვენი მოქალაქეები, კონსტიტუცია, ისტორია, მომავალი. ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია არის დასავლეთი, რომელსაც თქვენ უპირებდით რკინის ფარდით მოგეხდინათ ამქვეყნიდან მისი იზოლაცია“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics