22:23 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 13:41:12, 817 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი ღარიბაშვილს - რუსეთის დავალება ბოლომდე რომ მიგეყვანათ, არანაირ კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ იქნებოდა

არანაირ კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ იქნებოდა რუსეთის დავალება ბოლომდე რომ მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი,- ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

სამადაშვილის თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას და საჯაროდ ეტყვის საქართველოს ხელისუფლებას იმას, რასაც დახურულ კარს მიღმა ეუბნებიან, რომ არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა.

„არანაირ კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ იქნებოდა რუსეთის დავალება ბოლომდე რომ მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი. თქვენ დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა,  თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე. თქვენ ვერ გაბედავდით კანდიდატის სტატუსზე საუბარს, რომ დღეს უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დამნაშავე ვარო უნდა გეთქვათ უკრაინელებისთვის რუსების მიერ მოკლული და გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის.  ყველა გამოსვლა უნდა დაიწყოთ იმით რომ „დამნაშავე ვარ". თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საკუთრ ოჯახს და საკუთარ შვილებს, რადგან გიწევთ ამ სირცხვილით ცხოვრება, რადგან ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით“,- განაცხადა სამადაშვილმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics