22:23 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 12:40:30, 740 ნახვა

პოლიტიკა
ანალენა ბერბოკი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - კარგია, რომ გაიწვიეს

კარგია, რომ მოხდა გაწვევა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, კანონპროექტის გაწვევა ქართული საზოგადოების კრიტიკისა და "გარედან" მიღებული მითითებების შედეგად მოხდა.

"ეს არის ჩემთვის ერთადერთი მართვებული გზა. პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან დ ასევე მითითებები გარედან. ეს არ არის სიუსუსტე, ეს არის გაძლერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდია საქართველოს მოსახლეობის სურვილი ევროკავშირში შესვლისა", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ცნობისთვის, საქართველოში მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან შეხვედრამდე, არასამთავრობო სექტორს ესაუბრა. შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics