23:24 - 28 May, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 09:11:54, 683 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახური - არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში შსს-ს 3 თანამშრომელი ვამხილეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებაში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ.ბათუმში მოქალაქის უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ძალადობის ჩადენის ფაქტზე, 2023 წლის 8 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსმა დეტექტივმა  გ. ა.-მ, ქ. ბათუმში, წერეთლის ქუჩა №4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოსდა პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, უკანონოდ დააკავა და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანა მოქალაქე გ.ბ., რომელსაც ამავე განყოფილებაში, მისთვის სასურველი ინფორმაციის მოპოვების მიზნით  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით  პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ პოლიციის დეტექტივის დაკავების თაობაზე განჩინება გაიცა.

სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება) და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2023 წლის 17 იანვარს, დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დ.ჭ., რომელმაც 2022 წლის მაისისა და ივნისის თვეებში, ქალაქ ზუგდიდში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს. ასევე, დაზარალებულს და ცოლის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე  მუხლის (ოჯახში ძალადობა) მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და 111-151-ე (მუქარა) მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარუდგინა. ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ხ.ლ., რომელმაც 2022 წლის დეკემბერში, მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, სამართალდამცავი დაზარალებულთან სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და უკანონოდ უთვალთვალებდა, რაც ამ უკანასკნელის გადაადგილების კონტროლში გამოიხატებოდა. მითითებული ქმედებების შედეგად, დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

საქართველოს პროკურატურამ, 2023 წლის 20 მარტს აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილით და 151'-ე მუხლის (ადევნება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდა და მოხდა მისი თანამდებობიდან გადაყენება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად აგრძელებს  არასათანადო მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, რომლის შედეგების და მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილერი - კანონის მიღებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას
არასამთავრობოები - რუსული კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად, ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას
მორიგი საპროტესტო აქცია 2 ივნისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
მდინარაძე - რამდენად მავნებლური კამპანიაა - გარე დავალების შემსრულებელი ზურაბიშვილი რეფერენდუმის ჩატარებას გვთავაზობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics